ირაკლი ზარქუა ხატია დეკანოიძეს - იქიდან გამომდინარე, რომ ორი დღეა მოიკოჭლებთ არგუმენტებში და თანმიმდევრობაში, ისარგებლა გაყოყოჩებულმა „ჭიჭე“ ვაშაძემ და მოინდომა დიდი ბიჭი, პოლიტიკოსი გამხდარიყო

იქიდან გამომდინარე, რომ ორი დღეა მოიკოჭლებთ არგუმენტებში და თანმიმდევრობაში, ამით ისარგებლა გაყოყოჩებულმა „ჭიჭე“ ვაშაძემ და მოინდომა დიდი ბიჭი, პოლიტიკოსი გამხდარიყო, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ხატია დეკანოიძე პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.

„ქალბატონო, ხატია (დეკანოიძე) მინდა საყვედური, მეგობრული რჩევა, რეკომენდაცია გითხრათ. თქვენ, მე-10 მოწვევის პარლამენტში გქვიათ მთავარი ოპოზიციური ძალა. იქიდან გამომდინარე, რომ ორი დღეა მოიკოჭლებთ არგუმენტებში, თანმიმდევრობაში ამით ისარგებლა გაყოყოჩებულმა „ჭიჭე“ ვაშაძემ (გიორგი) და მოინდომა დიდი ბიჭი, პოლიტიკოსი გამხდარიყო, ამიტომ არის, რომ თავს აძლევს უფლებას ამ ტონალობით ილაპარაკოს. ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნისთვის ქვა-ქვაზე არ დაუდია, მას შეუძლია ტყუილებით ილაპარაკოს, პოპულიზმით ფონს გავიდეს“,- განაცხადა ზარქუამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა