გიორგი ვაშაძე უმრავლესობას - თქვენივე ყველა სტატისტიკურ მონაცემში რატომ არის მძიმე მდგომარეობა? - ამ ფონზე თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რა უხარია? მართლა მაინტერესებს, ტაშს რას უკრავთ?!

გულწრფელი კითხვა მაქვს უმრავლესობასთან: ტაშს რას უკრავდით?! , - ამ სიტყვებით მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრებს სხდომათა დარბაზიდან, სადაც ინტერპელაციის წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს უსმენენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, სახელისუფლო პარტიის წარმომადგენლები დღეს ტაშს ზიზღის ენას უკრავდნენ, რომელიც პრემიერ-მინისტრს სხდომათა დარბაზში გამოსვლის დროს ჰქონდა.

„უმძიმესი რეალობა გვაქვს. გულწრფელი კითხვა მაქვს უმრავლესობასთან - ტაშს რას უკრავდით?! ტაშს, რომ უკრავდით იმ ზიზღის ენას, იმ რიტორიკას, რომელიც პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო, მოგწონთ?! თქვენთვის ევროპელობა არის ოპონენტების კრიმინალებად დასახელება?! თქვენთვის ევროპელობა არის ზიზღის ენა და რიტორიკა?! თქვენთვის ევროპელობა არის გაუთავებელი ტყუილები, ტყუილების მოგონება, დაბრალება და ამაზე წუთების მანძილზე ლაპარაკი?! ეს არის ევროპელობა?! მართლა გგონიათ, რომ ამით თქვენ რამე კარგს აკეთებთ?!

ხშირად ისმის ხოლმე თქვენგან: ეროვნული ინტერესები, სამშობლო, ეს არის თქვენი ეროვნული ინტერესები?! მართლა მაინტერესებს რა გიხარიათ?! ეკონომიკის მინისტრია მოსული და მაგალითად გეტყვით: თუ იცით, რამდენით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა გასულ წელს?! - 25 000-ით. თუ იცით რამდენი საქართველოს მოქალაქე გავიდა სარჩო-საბადებლის სანახავად ქვეყნიდან?! - 100 000-მდე. გაძვირებულია პური, ზეთი, ბოსტნეული, შაქარი, შემცირებულია სამუშაო ადგილები. იტყუებით, რომ სავალუტო ფონდმა გამოაცხადა, რომ შემდგომი 5 წლის მანძილზე ეკონომიკა ორნიშნა ციფრით გაიზრდება, წელს ორნიშნა ციფრით გაიზარდა. ვისთვის გაიზარდა?! ვინ ისარგებლა ამით?! თქვენივე ოფიციალურ ყველა სტატისტიკურ მონაცემში რატომ არის ასეთი მძიმე მდგომარეობა?! ამ ფონზე, თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რა უხარია?! კობახიძეს რა უხარია?! მართლა მაინტერესებს ტაშს რას უკრავთ?!", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა