ირაკლი ზარქუა - მიმდინარე წელსაც პირველი კვარტლის მონაცემებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რასაც მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის

ჩვენ შევძელით ის, რომ მიმდინარე წელსაც პირველი კვარტლის მონაცემებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს - ამ მონაცემებით, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, თუ ვერც ერთი ვერა, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

მისივე თქმით, ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქტის ექსპორტი იზრდება და მთელი საქონელბრუნვის 21% სწორედ ევროკავშირზე მოდის.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყნებში ასეთი პრობლემები გვაქვს, ომი მიმდინარეობს და ამ რეგიონმა ბევრი პრობლემა გადაიტანა, მათ შორის, მეორე ომი და კონფლიქტი ჩვენს მეზობლებს შორის, ჩვენმა ქვეყანამ მაინც შეძლო და გასულ და მიმდინარე წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. რომან გოცირიძე რუსეთს ხშირად ახსენებდა და ამ რუსეთს მთავარი სტრატეგიული ობიექტები სწორედ მისმა ძალამ და პარტიამ გადასცა. მიუხედავად ამისა, დღეს იმ 3 865 მლნ. დოლარიდან, რომელიც 37%-იანი ზრდა არის, ექსპორტის გაზრდა შევძელით, მათ შორის, 47%-ით და რაც მთავარია, მთელი საქონელ ბრუნვის 21%-მდე სწორედ ევროკავშირზე მოდის. ხოლო რუსეთი, როგორც ჩვენი სავაჭრო პარტნიორი, სწორი პოლიტიკის შედეგად, მეხუთე ადგილზეა. ეს არის რეალობა. ეს არის შედეგები!

ხარვეზები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ობიექტურები უნდა ვიყოთ. ჩვენ შევძელით ის, რომ მიმდინარე წელსაც პირველი კვარტლის მონაცემებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ამ მონაცემებით, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, თუ ვერც ერთი ვერა. ამას გაფრთხილება სჭირდება. თუ რამე შენიშვნა ან რეკომენდაცია გაქვთ, მზად ვართ განვიხილოთ. მობრძანდით კომიტეტზე და თქვენი იდეები მოგვაწოდეთ. თუ არა და ლიტონი სიტყვებით აღმოჩნდებით ისე, როგორც გიორგი ვაშაძე, რომელიც 1%-ს ვერ გაცდა და აქ სულ ხმამაღლა გვიკიჟინებს - სულ „თქვენი პრემიერი" გვეძახა და ამ დროს შერიგება და მეტი კდემამოსილება გმართებთო. ორმაგი სტანდარტით, რომ ხართ ამიტომაც არის, რომ ხალხს ისევ და ისევ „ქართული ოცნება" ეიმედება და მესამე ვადით დამსახურებულად ვართ ხელისუფლებაში", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა