ხატია დეკანოიძე იუსტიციის მინისტრს - თქვენ გახდით პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და მესამე პრეზიდენტის მიმართ ღირსებაშემლახველი მოპყრობის თანამონაწილე და თანაავტორი - რატომ დაარღვიეთ კანონი?

თქვენ, როგორც იუსტიციის მინისტრი პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ღირსებაშემლახველი მოპყრობის ერთ-ერთი თანამონაწილე და თანაავტორი გახდით - ის სახელმწიფო, რომლის პრეზიდენტიც მიხეილ სააკაშვილი იყო, მას ცუდად ექცევა , - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგვაძეს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.

დეკანოიძის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ რამდენიმე კანონი დაარღვია.

„თქვენი ხელისუფლება მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ თქვენ იცავთ პატიმრის უფლებებს და მე ახლა გისვამთ კითხვას და ამ დარბაზში, ჩვენ გვაქვს პასუხი ამ კითხვაზე და თქვენ თუ გაქვთ პასუხი, ეჭვი მეპარება. საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ციხეში და ახლა უკვე კლინიკაში - იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომლის პრეზიდენტიც იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მას ცუდად ექცევა. ეს ქცევა და ღირსებაშემლახავი მოპყრობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რეალურად იყო ქვეყნისთვის დამამცირებელი მაშინ, როდესაც თქვენ, იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნეთ კადრები, რომელმაც მოიარა მთელი მსოფლიო და ამ კადრებს ძალიან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასე ექცევით იმიტომ, რომ თქვენ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ნაწილი ხართ. ამის შემდეგ თქვენ დაარღვიეთ პატიმრის შესახებ, პაციენტის შესახებ კანონი, თქვენ დაარღვიეთ ასევე, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და გამოაქვეყნეთ კადრები და გააუქმეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეთ და სამწუხაროდ, თქვენ როგორც იუსტიციის მინისტრი გახდით პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ღირსებაშემლახველი მოპყრობის ერთ-ერთი თანამონაწილე და თანაავტორი. როგორ ეპყრობით საქართველოს მესამე პრეზიდენტს და წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში არიან სხვა პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მე დაგისვამთ კითხვას რატომ დაარღვიეთ კანონი?!“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა