რატი ბრეგაძე ანი წითლიძეს - გაფუჭებული, ბატარეადამჯდარი რუპორივით ნუ საუბრობთ, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმასაც ბოლომდე ვერ ამოიძახებს -  გეუბნებით, ამის უნარიც არ გაქვთ

დამშვიდდით, გეტყობათ კლასიკური აქტივისტობა. ნამდვილად გეტყობათ, რომ მთავარია ადამიანს არ აცადოთ საუბარი - ეს არის თქვენი ერთადერთი დანიშნულება, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ანი წითლიძეს, რომელმაც მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მონა“ უწოდა.

სხდომაზე, რომელზეც იუსტიციის მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ, რატი ბრეგაძესა და დეპუტატს შორის შეკამათება მოხდა.

„დამშვიდდით, შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთ და გაფუჭებული, „ბატარეადამჯდარი“ რუპორივით ნუ საუბრობთ, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმასაც ბოლომდე ვერ ამოიძახებს. პირდაპირ გეუბნებით, ამის უნარიც არ გაქვთ. თავი შეიკავეთ და ზრდილობიანად მოიქეცით“, - განუცხადა ბრეგაძემ წითლიძეს.

რატი ბრეგაძის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ წითლიძემ პარლამენტის დარბაზიდან მას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მიშას გაუხმა თავი, შენ რომ სწავლა დაგიფინანსა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო