რატი ბრეგაძე ხატია დეკანოიძეს  - შუამდგომლობა შემოიტანეთ, რომელიც არაფერ შუაში არ არის ქართულ და მსოფლიოს არცერთი ქვეყნის სამართალთან, ითხოვთ, რომ პატიმარი გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ, საერთოდ წაკითხული გაქვთ რომელიმე კანონი?!

შემოიტანეთ შუამდგომლობა, რომელიც არაფერ შუაში არ არის ქართულ კანონმდებლობასთან და მსოფლიოს არცერთი ქვეყნის სამართალთან, ითხოვთ, რომ მსჯავრდებული პატიმარი გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ, საერთოდ წაკითხული გაქვთ რომელიმე კანონი?! - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეს.

როგორც მან პარლამენტის პლენარული სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთს წევრს სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ არ მიუმართავს და გაჟღერდა მოწოდება, რომ მის მიერ შიმშილობის შეწყვეტა პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. რაც შეეხება სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებული კადრების გავრცელებას, ბრეგაძის განმარტებით, „ეს კადრები ნაჩვენები იყო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად“.

,,სწორედ მაშინ, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილი შიმშილობდა არ მახსენდება თქვენი პარტიის არცერთი წევრის მიერ გავრცელებული მოწოდება, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერდა მკაფიო მოწოდება, რომ მას არ შეეწყვიტა შიმშილობა, რაც იქნებოდა პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი. თქვენი მხრიდან მოწოდება არ ყოფილა, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა, როდესაც ჩვენი მხრიდან ყოველდღე როგორც ექიმებისგან, ასევე ყველა ჩვენს განცხადებაში იყო აღნიშნული, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა და მოფრთხილებოდა საკუთარ ჯანმრთელობას. იმ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაწყებული ჰქონდა გამოძიება და როდესაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში შეიყვანეს, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ იგი თითქოსდა 30 მეტრის დაშორებით გადმოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან და ათრიეს. შესაძლებელია ამ ინფორმაციას მოჰყოლოდა მღელვარება, შესაბამისად, ეს კადრები ნაჩვენები იყო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად. შემდგომში, როდესაც დაიწყო სასამართლო პროცესი, გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსაც არ ჩაუთვლია, რომ რაიმე უფლება ირღვეოდა, რაც ვნახეთ გადაწყვეტილებებში. მაგრამ თქვენ გაქვთ თქვენი სამართალი, რომელიც არის სრულად აცდენილი. შეურაცმყოფელია როდესაც მეუბნებით, რომ რასაც მე ვამბობ სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამას მეუბნება იმ ფრაქციის წარმომადგენელი, რომელმაც შემოიტანეთ შუამდგომლობა, რომელიც არაფერ შუაში არ არის ქართულ კანონმდებლობასთან და მსოფლიოს არცერთი ქვეყნის სამართალთან, ითხოვთ, რომ მსჯავრდებული პატიმარი გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ, საერთოდ გაქვთ წაკითხული რომელიმე კანონი? როდესაც მსგავს შუამდგომლობას წერდით და ყველა ერთად აწერდით ხელს?!“- აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო