თამარ კორძაია იუსტიციის მინისტრს - მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს

მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს, - ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს საქართველოს პარლამენტში, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ამასთან, დეპუტამა მიმართა მინისტრს უპასუხოს კითხვაზე, როდესაც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ თხოვნით მიმართა მას, რომ უკრაინის ჯანდაცვის ექიმები შეეგზავნა მიხეილ სააკაშვილთან, ოფიციალურად, რა პასუხი გასცა ამ მოთხოვნაზე.

„ბატონო რატი, რომ გისმენდით ამ დაღლილზე, ციხეში ყოფნა მომინდა ისეთი ზღაპრული სამყარო აღგვიწერეთ. მე გულწრფელად მჯერა თქვენი სურვილების, რომ რეფორმა ჩაატაროთ და პენიტენციური სისტემა იყოს უკეთესი. ასევე, მჯერა, რომ თქვენ ბევრს აკეთებთ ამისთვის, მაგრამ არის ერთი პატიმარი, რომელიც არ მოგცემთ თქვენი კარიერის კარგად დასრულების შესაძლებლობას და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი [ფაქტი] საკმარისია იმისათვის, რომ განადგურდეს თქვენი კარიერა, როგორც მინისტრის. წერილები, რომელსაც გწერთ და პასუხობთ, აქ თქვით, რომ იცავთ და პატივს სცემთ რეგლამენტს, 15 - დღიანი ვადის ნაცვლად დღეს მომწერეთ პასუხი, იმიტომ, რომ დღეს აქ მოდიოდით, ეს პასუხი არ არის პასუხი. სამწუხაროდ, ორი წუთი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გავშალო და წინადადებით აგიხსნათ, რა უპასუხისმგებლობაა ოფიციალურ წერილებზე, რასაც მწერთ. შერჩევითი დამოკიდებულება პერსონალურ მონაცემებთან - ყველა წერილში გიხსნით, რომ პროფესიული საიდუმლოების ფარგლებში მზად ვარ დავიცვა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები იმ ფონზე, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ, რომ თქვენ კლავთ მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა კორძაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს