ალუდა ღუდუშაური „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს - ისე არ მოიქცეთ, „პანჩურის“ რტყმევით გაგაგდონ

ისე არ მოიქცეთ, „პანჩურის“ რტყმევით გაგაგდონ... პოლიტიკიდან ხომ გაგაგდოთ, ხელისუფლებიდან ხომ გაგაგდოთ ქართველმა ხალხმა და ფიზიკურადაც რომ ასე არ მოგექცნენ, დაფიქრდით, რომ ასე არ იცხოვროთ, - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ღუდუშაურმა განაცხადა, რომ პატიმრების უფლებების დარღვევაზე, ასევე ციხეში არსებულ სიტუაციაზე ოპოზიცია მტკიცებულებების გარეშე საუბრობს.

„დღეს ბატონ რატის ქალბატონი ხატია ეძებდა - იუსტიციის მინისტრი ხომ არ წავიდაო. სადაც თქვენი კრიმინალი მინისტრი ადეიშვილი იმალება, იქაც რომ ადამიანები პანღურის რტყმევით დასდევენ, თქვენ მაინც ნუ მოიქცევით ისე, რომ ადამიანებმა პანღურის რტყმევა დაგიწყოთ, როგორც იმას. ცოტა დაფიქრდით და აზრიანად მოეკიდეთ რაზეც საუბრობთ. გაუსწორეთ თვალი იმას, რომ საზოგადოება და ის ოჯახები გიყურებენ, ვინც გააუბედურეთ. დღეს გამოდიხართ, არაფერი ხელში არ გაქვთ და პატიმრებზე, ციხეებზე ლაპარაკობთ, არ გეუხერხულებათ ეგ? გაჩუმდით მაინც, უხერხულია! თავმოყვარეობის ამბავია და მინდა საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას იოტისოდენა პატივი მაინც სცეთ. ისე არ მოიქცეთ „პანჩურის“ რტყმევით გაგაგდონ, როგორც ის გარბის და „პანჩურებს“ ურტყამენ. პოლიტიკიდან ხომ გაგაგდოთ, ხელისუფლებიდან ხომ გაგაგდოთ ქართველმა ხალხმა და ფიზიკურადაც რომ ასე არ მოგექცნენ, დაფიქრდით, რომ ასე არ იცხოვროთ“, - მიმართა ოპოზიციას ალუდა ღუდუშაურმა.

ღუდუშაურის ამ გამოსვლას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. მას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მიმართა რეპლიკით: „პანჩურები“ ბიძინასთან მოიკითხეთ!“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა