წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ორი ბავშვი.

ავტომობილში მყოფი დაშავებული ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მსუბუქია, მეორეს კი ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა.

თვითმხილველების განცხადებით, ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები - რძალ-მული არიან, ისინი ადგილზე დაიღუპნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს