სოზარ სუბარი ეკა ხერხეულიძეს - პაემნების ოთახში ჩამოკიდებულ საათში ვიდეოკამერები იყო ჩამონტაჟებული, რას უყურებდნენ ერთი? - ნუ მასწავლით, რა ხდებოდა ციხეებში, გაჩუმდით, ვიცი რაზეც ვლაპარაკობ!

წამების ადგილად გქონდათ გადაქცეული ციხეები და თითოეული იქ მოხვედრილი ადამიანიდან ჯანმრთელი ერთიც არ გამოდიოდა უკან - გაჩუმდით, ვიცი რაზეც ვლაპარაკობ, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრს ეკა ხერხეულიძეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

სხდომაზე სუბარსა და ხერხეულიძეს შორის შეკამათება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2012 წლამდე ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ სუბარის მიმოხილვას, ხერხეულიძის შემდეგი რეპლიკა მოჰყვა: „რეებს იგონებ“. ამასთან, ეკა ხერხეულიძემ სოზარ სუბარს „მანიაკი“ უწოდა.

„გრძელვადიანი პაემნები სამ დაწესებულებაში იყო თუ ოთხში და დანარჩენში ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ იმ სამ და ოთხ დაწესებულებაში როცა შევედით, რა აღმოვაჩინეთ იცით? საწოლი რომ დგას, სადაც ცოლ-ქმარი უნდა იწვეს გრძელვადიანი პაემნის დროს, მეორე მხარეს იყო კედელზე ჩამოკიდებული საათი, სადაც ჩამონტაჟებული იყო ვიდეოკამერა. რას უყურებდნენ ერთი? ჩემი აღმოჩენილია და ვიდეოები მაქვს გადაღებული და ნუ მასწავლით რა ხდებოდა, შიშველი პატიმრები რომ აღმოვაჩინეთ, სტრასბურგშია ყველა ეს საქმე წასული. გაჩუმდით, ვიცი რაზეც ვლაპარაკობ. ეს ყველა ანგარიშში წერია, ბრიფინგები მაქვს ამაზე ჩატარებული. 144 ადამიანი რომ კვდებოდა წელიწადში, ესეც ტყუილია ხომ? 50%-ს რომ ჰქონდა C ჰეპატიტი, ესეც ტყუილია ხომ? და არც ერთს, რომ არ მკურნალობდით, აკრძალული, რომ იყო სკრინინგი, ესეც ტყუილია ხომ? აი, ეს იყო თქვენი ციხეები და დღეს ციხეებზე ლაპარაკობთ კიდევ, წამების ადგილად გქონდათ გადაქცეული ციხეები და თითოეული იქ მოხვედრილი ადამიანიდან ჯანმრთელი ერთიც არ გამოდიოდა უკან, ამიტომ იყო, რომ 144 ადამიანი კვდებოდა ყოველ წელს. სააკაშვილზე მთელმა საქართველომ ნახა, როგორ დაესხა თავს ციხის თანამშრომლებს, როგორ აყენებდა შეურაცხყოფას სიტყვიერს და ფიზიკურს და როგორ დაამსხვრია და დაამტვრია იქაური სამედიცინო აღჭურვილობა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია