რატი ბრეგაძე - №8 დაწესებულებაში საპილოტე რეჟიმშია სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ადვოკატებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი ვიზიტები ონლაინ დაჯავშნონ

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას უპასუხა. მინისტრის თქმით, სწორედ ადამიანის უფლებებზე მორგებული ცვლილებების შედეგია მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო საუბრების ლიმიტების შესახებ შესული ცვლილებები.

„სატელეფონო საუბრის დროის ლიმიტები, რომლებიც პატიმრებს აქვთ, სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირების შემთხვევებზე არ ვრცელდება. განსხვავებით თქვენი პერიოდისგან, ყველა ეს ზარი სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება და ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სახელმწიფო, პირველ რიგში, დაინტერესებულია ადამიანის უფლებების დაცვით", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა, ასევე, მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით იუსტიციის სამინისტროს ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც, მსჯავრდებულსა და უფლებადამცველებს შორის ფაქტობრივად, შეუზღუდავ კავშირს უზრუნველყოფს. აღნიშნული პროგრამა ამჟამად სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს.

„ინიციატივის განხორციელების შედეგად პატიმარს ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული დახმარების სამსახურთან შეუზღუდავად დაკავშირება შეეძლება. აქვე, საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ საპილოტე რეჟიმში №8 დაწესებულებაში სპეციალური პროგრამა უკვე დაინერგა, რომლის მიხედვითაც ადვოკატებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი ვიზიტები ონლაინ დაჯავშნონ, დაზოგონ დრო და დაცვის უფლება უფრო ეფექტიანად იყოს რეალიზებული", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა