რატი ბრეგაძე - ჩვენ არ გვყავს არაჩვეულებრივი პატიმრები, ჩვენთვის ყველა პატიმარი არის კანონის წინაშე თანასწორი და მიდგომა ყველას მიმართ ყოველთვის თანაბარი იქნება

ჩვენ არ გვყავს არაჩვეულებრივი პატიმრები, ჩვენთვის ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია და საერთოდ მიდგომა, რა თქმა უნდა, ყველას მიმართ ყოველთვის თანაბარი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

იუსტიციის მინისტრმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ალტერნატიული ექსპერტიზის შესახებაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ როდესაც შესაბამის დოკუმენტაციას და სასამართლოს განჩინებას წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, სააკაშვილთან შევლენ.

„ალტერნატიული ექსპერტიზის შესახებ არაერთხელ ვისაუბრეთ და აქ რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს არ ვამჟღავნებთ. ამისგან აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, აუცილებლად შევლენ. ისევე, როგორც აქამდე, როდესაც ვთქვით, რომ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადავიდოდა და აქ ჩვენ დანაპირების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა