რატი ბრეგაძე - წამების, არაადამიანური მოპყრობის და დასჯის სისტემური პრობლემა საბოლოოდ, წარსულს ჩაბარდა

CPT-ის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, კომიტეტმა დაასკვნა, რომ №7 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა მოთავსების კუთხით არსებული პირობები არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდებოდა - ასევე, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება საქართველოში პატიმართა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც 24 ათასს გადააჭარბა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი დაადგინა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 95 საქმეზე დარღვევა დაადგინა, რის გამოც შემდგომში სახელმწიფოს, ჩვენი მმართველობის პერიოდში კომპენსაციის სახით, მილიონობით ლარის გადახდა მოუწია ", -განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო