რატი ბრეგაძე - ნებისმიერი მიზნით, ქვეყნის დატოვების დროს, სასჯელი უნდა იყოს გადავადებული ან სასჯელისგან თავისუფალი, რაზეც გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერცერთ მსჯავრდებულს

ნებისმიერი მიზნით, ქვეყნის ფარგლების დატოვების დროს, სასჯელი უნდა იყოს გადავადებული, ან სასჯელისგან თავისუფალი. ამის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერცერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მოსმენის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სამკურნალოდ, მის საზღვარგარეთ შესაძლო გადაყვანის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რომ ეს მოხდეს.

ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ყველა სამედიცინო კვლევა და მკურნალობა უტარდება.

„საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ აქვს არცერთი ისეთი დიაგნოზი, რომელიც არ იკურნება საქართველოში და მსგავსი მოწოდებით, ზოგადად, შეურაცხყოფას ვაყენებთ ექიმებს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. ნებისმიერი მიზნით, ქვეყნის ფარგლების დატოვების დროს სასჯელი უნდა იყოს გადავადებული, ან სასჯელისგან თავისუფალი. ამის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერცერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება, რომელსაც საჭიროებს. საქართველოში შესაძლებელია ყველა იმ დიაგნოზთან დაკავშირებით მკურნალობა, რომელიც აქვს. დანარჩენი, საზღვარგარეთ გაყვანა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია“, - განაცხადა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს