ირაკლი ღარიბაშვილი ანა ნაცვლიშვილს - თქვენს ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინში არის რეალური პრობლემები

თქვენს ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინში არის რეალური პრობლემები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ლელოს" დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის მისამართით განაცხადა.

პრემიერმა გაიხსენა ანა ნაცვლიშვილის მანამდე გაკეთებული განცხადება, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლებას მიმართა:"თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ასეთი ფაქტები,“შავი ხვრელი“ არ არსებობს, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, მერწმუნეთ, აქედან სახლში არა, ცუდ ადგილას წახვალთ".

„გამოდის ქალბატონი ნაცვლიშვილი, არ ვიცი როგორ მოგმართოთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი ფაქტის, მტკიცებულების გარეშე საუბრობს, რომ შავი ხვრელი არსებობსო. არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ ახლა. ან არ გესმით, ან არ გინდათ, რომ გაიგოთ, ან თქვენს ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინში არის რეალური პრობლემები. არ ვიცი, რა გიპასუხოთ ამაზე", - განაცხადა ნაცვლიშვილის მისამართით პრემიერმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო