შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას - გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს! დაე, ჩვენი კავშირები მომავალი ათწლეულების განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აზერბაიჯანელ კოლეგას, საჰიბა გაფაროვას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს! ძვირფასო აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერო, 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ახალი ბიძგი მისცა აზერბაიჯანის წინსვლასა და აყვავებას! დაე, ჩვენი კავშირები მომავალი ათწლეულების განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი მოძმე ერების უკეთესი მომავლისთვის!“ - წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

ცნობისათვის, აზერბაიჯანში დღეს დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავს აღნიშნავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო