თეონა ჭალიძე - ერთი ღამე გაათენოს კახა კალაძემ გიფსომუყაოს კედლებიან სახლში, არადა სოციალურ საცხოვრისში 100-მდე ოჯახი სწორედ ასე ცხოვრობს

"სტრატეგია აღმაშენებლის" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თბილისის მერს მიმართავს.

თეონა ჭალიძის თქმით მუხაძის 12 ნომერში არსებულ საცხოვრისში განთავსებულ მოქალაქეებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.

,,წარმოიდგინეთ გიფსომუყაოს კედლებიან სახლში ცხოვრობთ, სადაც კედლები მეზობლებთან ყველა მხარეს გიფსომუყაოსია. წარმოუდგენელია, მაგრამ წარმოიდგინეთ. მაინც წარმოუდგენელია ხომ? არადა სოციალურ საცხოვრისში ასამდე ოჯახი სწორედ ასე ცხოვრობს. დადებითი აქ ისაა, რომ დააცემინებ მეზობელი შემოგძახებს - სიცოცხლეო. ეს ხუმრობით, მაგრამ რა დროს ხუმრობაა, როცა ადამიანების ცხოვრება გაუსაძლისია ასეთ პირობებში (გ.მუხაძის 12). დასაწერად და წასაკითხად, თითქოს მარტივია, მაგრამ ესეთი ცხოვრება, როცა პირადი აღარაფერი დაგრჩენია, გაუსაძლისია. რა თანხა დაიზოგა ამ კედლების შესაფერისი მასალით აშენებაზე?! ან შეიძლებოდა აღნიშნულზე ეკონომიის გაკეთება? ერთი ღამე გაათენოს კახა კალაძემ გიფსომუყაოს კედლებიან სახლში, სადაც სახლს გარე ფასადის გარდა შიგნით სამივე მხარეს ,,დერეფნული" სისტემის საცხოვრისში გიფსომუყაო ექნება. შემდეგ იქნება მიიღოს მყისიერი გადაწყვეტილება ცვლილებებისთვის, როცა თავის თავზე გამოცდის ეს რას ნიშნავს. ავადმყოფები, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, ფაქტობრივად ერთ დიდ სახლში არიან. ადამიანები იძულებულები არიან აივნებზე დაიძინონ. იმედია, აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიის ოფიციალური პოზიცია ბენეფიციარების სასარგებლო იქნება" - აცხადებს თეონა ჭალიძე.

კომენტარს “სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა