რუსული გემი ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში ლითონით იტვირთება

რუსული გემი უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში შევიდა და ლითონით დატვირთვა დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორშაბათს გემმა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში დაახლოებით 2700 ტონა ლითონი უნდა გადაიტანოს.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში მდებარეობს „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანა, რომელსაც რუსული ძალების ალყაში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები კვირების განმავლობაში იცავდნენ.

უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ მარიუპოლიდან ლითონის გატანა მოროდიორობის ტოლფასია.

„უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოროდიორობა გრძელდება. უკრაინული მარცვლეულის გაძარცვის შემდეგ, ოკუპანტებმა მარიუპოლიდან ლითონის პროდუქტების გატანა დაიწყეს,“ - განაცხადა დენისოვამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია