ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიეტნამის პრემიერის მილოცვა მიიღო

ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი ფამ მინ ჩინი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მთავრობის ინფორმაციით, ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, ვიეტნამის პრემიერი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნას ადასტურებს.

"გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვიეტნამსა და საქართველოს შორის ტრადიციული ურთიერთობების კონსოლიდაციის და გაღრმავების მიზნით, ვიეტნამის მთავრობა, სამინისტროები და შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კოორდინირებას თავიანთ ქართველ კოლეგებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა ყველა სფეროში, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და მოქალაქეებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში",- ნათქვამია ფამ მინ ჩინის მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა