გიგა ბოკერია - ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს, თუმცა, ჩვენი ქვეყნის დახმარება აშშ-ს კეთილი ნებაა

ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა, ჩვენი ქვეყნის დახმარება შეერთებული შტატების კეთილი ნებაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს ჰყავს რეჟიმი, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაშია მთლიანად თავისუფალ სამყაროსთან.

„აქ აღსანიშნავი დეტალია ისიც, რომ კობახიძემ ეს ჯერჯობით საპარლამენტო სხდომაზე დაანონსა, რომ ეს უნდა მომხდარიყო და ეს ხდებოდა. მთავარია, სადამდე მივიდა საქმე - დღეს საქართველოს ჰყავს რეჟიმი, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაშია მთლიანად თავისუფალ სამყაროსთან, სადაც ჩვენ გვინდა დაბრუნება. თან რაზე უცხადებს პროტესტს, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული არ დაიხარჯოს ქვეყნის განვითარებაზე ანუ მათ წვრთნაზე. მე კი ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს, თუმცა შეერთებული შტატების კეთილი ნებაა, ჩვენი ქვეყანას დახმარება.

მივედით ლოგიკურ ზღვრამდე, საიდანაც იწყება დაპირისპირება თავისუფალ სამყაროსთან. ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, რომლისთვისაც ეს ყველაფერი კატასტროფა არ არის, რომ საქართველო აქამდე მივიდა და დაპირისპირებაშია დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვჭირდება ჩვენი მომავლის, კეთილდღეობის და მომავლის დასაცავად“ ,– განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ტრენინგზე არც სხვა მოსამართლეები გაეშვა. მათივე ინფორმაციით, ხათუნა ხარჩილავა, მაია ქოქიაშვილი, ნინო ნაჭყებია, გიზო უბილავა და რომეო ტყეშელაშვილი 2-თვიან ტრენინგზე შტატებში დღეს უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა გაირკვა, რომ ქართული მხარე საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო