საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკრონმა და შოლცმა პუტინს  „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლება მოსთხოვეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მას „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლება მოსთხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შოლცი და მაკრონი კვლავ იმ აზრზე იყვნენ, რომ ომის ნებისმიერ დასასრული უნდა იყოს შეთანხმებული მოსკოვსა და კიევს შორის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით. გარდა ამისა, ევროპელმა ლიდერებმა კვლავ გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მოუწოდეს პუტინს, რაც შეიძლება სწრაფად დათანხმდეს პირდაპირ დიალოგს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა მოითხოვეს „აზოვსტალის“ დაახოებით, 2 500 დამცველის გათავისუფლება, რომლებიც რუსეთის ჯარმა სამხედრო ტყვეებად აიყვანა“,- ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია