ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე - უკრაინამ მიიღო საკმარისი რაოდენობის გემსაწინააღმდეგო რაკეტა Harpoon-ი, რათა თავდაცვისას რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტი ჩაძიროს

უკრაინამ მიიღო საკმარისი რაოდენობის გემსაწინააღმდეგო რაკეტა Harpoon-ი იმისთვის, რომ თავდაცვითი მოქმედებებისას ჩაძიროს რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტი,- ამის შესახებ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი ბრატჩუკმა „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა.

მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს გემსაწინააღმდეგო რაკეტის გამოყენებას. ბრატჩუკის განმარტებით, Harpoon-ს რაკეტის ეფექტურობის დემონსტრირება მოხდა როგორც საცდელი გაშვებისას, ისე საომარ პირობებში.

ამერიკელ სპეციალისტებზე დაყრდნობით, ბრატჩუკმა ასევე აღნიშნა, რომ ავიამზიდის წყობიდან გამოსაყვანად, მას Harpoon-ის 5 რაკეტა უნდა მოხვდეს, კრეისერის გასანადგურებლად საკმარისია 4 რაკეტა.

„ერთ რაკეტას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს პატარა გემს ან კატერს“,- განაცხადა ბრატჩუკმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა