მედიის ინფორმაციით, ბოლო 9 კვირის განმავლობაში გერმანიამ მინიმუმამდე დაიყვანა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე

ბოლო 9 კვირის განმავლობაში გერმანიამ მინიმუმამდე დაიყვანა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე, როგორიც არის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები და ამის მიზეზად ნატო-ს მოკავშირეებთან შეთანხმება დაასახელა. თუმცა, მარტის ბოლოდან გერმანიას უკრაინისთვის თითქმის არ მიუწოდებია ხსენების ღირსი მსუბუქი შეიარაღებაც კი, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt am Sonntag მის ხელთ არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 30 მარტიდან 26 მაისის პერიოდში უკრაინას გერმანიის ხელისუფლებისგან იარაღის მხოლოდ ორი პარტია მიეწოდა. ორივე პარტია მოიცავდა მხოლოდ მცირე მოწყობილობებს. სიაში, რომელიც Welt am Sonntag-ის ხელთაა, აღნიშნულია, რომ უკრაინას მიეწოდა 3000 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და 1600 სპეციალიზირებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. წინა პარტია, რომელიც უკრაინაში ერთი თვით ადრე ჩავიდა, მოიცავდა მხოლოდ ნაწილებს ტყვიამფრქვევებისთვის, აალების საშუალებებს, დეტონაციის თოკებს, რადიომიმღებებს, ხელყუმბარებსა და ნაღმებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე