ბრიტანეთის დაზვერვა - მოსკოვის მცდელობა, მიაღწიოს საერთაშორისო სანქციების სიმძიმის შემცირებას, ხაზს უსვამს დარტყმაზე, რომელსაც სანქციები აყენებს

რუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს და შემდეგ საკუთარი თავი კეთილგონიერ აქტორად წარმოაჩინოს და დაადანაშაულოს დასავლეთი თავსი ნებისმიერ წარუმატებლობაში - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში, გაერთიანებული სამეფოს სამხედრო სადაზვერვო სამსახური აღნიშნავს, რომ 25 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ჰუმანიტარული დერეფანი გახსნას შავ ზღვაზე სურსათის გადამზიდავი გემებისთვის.

ბრიტანული დაზვერვის თქმით, ოფიციალური მოსკოვის მცდელობა, მიაღწიოს საერთაშორისო სანქციების სიმძიმის შემცირებას, ასევე ხაზს უსვამს იმ დარტყმაზე, რომელსაც სანქციები რუსეთის რეჟიმს აყენებს.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე