პრეზიდენტი - მთავარია ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა და როგორ გვინდა, მთავარია ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ურყევია

ვერ განვსაზღვრავთ რა იქნება რუსეთის რეაქცია მორალური მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის, საქართველოს - მთავარია ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა და როგორ გვინდა, მთავარია ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ურყევია - ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთიანებული არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე" განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, საბოლოოდ პარტიების მიმართ ნდობასაც აზარალებს.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს.

„რუსეთის აგრესიამ უკრაინაში შექმნა ახალი რეალობა, რომელმაც დაამარცხა რუსეთის ამბიციები და გეგმები უკრაინაში. შეიკრა და გაძლიერდა უკრაინის ეროვნული იდენტობა, შეიკრა და გაძლიერდა ევროკავშირის ერთიანობა და შეგნება, რომ უსაფრთხოებაზე თავად ევროპელებმა უნდა იზრუნონ და მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. ნატო-ში დღის წესრიგში ნეიტრალური ქვეყნების გაწევრიანება დადგა, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. რუსეთმა კი, კიდევ ერთხელ ყველას დასანახად და გასაგებად აგრესიის და ნგრევის მომტანი, სასტიკი სახე აჩვენა. ამ სისასტიკის მიუხედავად რუსეთმა ვერ მოახერხა დაუმარცხებლობის დემონსტრირება, რითაც იმედოვნებდა ევროპის და მეზობლების დაშინებას.

როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი, უკრაინელები უკვე გამარჯვებულები არიან, მათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უდიდესი ფასი გადაიხადეს. ძნელი სათქმელია ხვალინდელი ევროპა რა პრინციპებით იხელმძღვანელებს, როგორ გაარჩევს სხვადასხვა ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას - უკრაინა, როგორც ცენტრალური ევროპის სტაბილურობის გარანტი, კავკასია, როგორც სტრატეგიული ხიდი აღმოსავლეთთან რუსეთის იზოლაციის პირობებში, თუ კიდევ აღმოსავლეთ ბალკანეთის როლი ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით. ამ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დაუქვემდებარებს პოლიტიკურ პრინციპებს თუ გამოიყენებს ერთგვარად შერეულ კრიტერიუმებს, თუ როგორ დააბალანსებს გაფართოების აუცილებლობას და ეკონომიკური, სოციალური გაღრმავების საჭიროებას. ამ მოსალოდნელი ცვლილების ფონზე საჭიროა, რომ ჩვენ დავინახოთ ჩვენი ადგილი და შესაძლებლობები. ჩვენ წინ ძალიან დიდი პერსპექტივები იხსნება, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი მოქნილობიდან, როგორც პატარა ქვეყანა, თუკი ჩვენ შევძლებთ ჩვენი ადგილის დანახვას და გამყარებას.

ვერ განვსაზღვრავთ რა იქნება რუსეთის რეაქცია მორალური მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის, საქართველოს - მთავარია ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა და როგორ გვინდა, მთავარია ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ურყევია - ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთიანებული არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, საბოლოოდ პარტიების მიმართ ნდობასაც აზარალებს. მთავრობის, თუ ოპოზიციის ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არა, აყენებდეს საფრთხის ქვეშ. მიზანი ძალიან ცხადი უნდა იყოს და ეჭვს არ უნდა ბადებდეს ჩვენს გულწრფელ არჩევანში და მიმართულებებში. ამგვარად და მხოლოდ ამგვარად დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს ევროპაში, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს თავს და იმ მომავალს, რომელიც ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა