ირაკლი კობახიძე ჰარცელის განცხადებაზე - არის ძალიან მკაფიო გზამკვლევი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მიყვება და რეფორმები განხორციელდება

არის ძალიან მკაფიო გზამკვლევი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მიყვება და რეფორმები განხორციელდება, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადებას, რომ როგორიც არ უნდა იყოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, არსებობს მთავარი, რაც უცვლელია: დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე.

კობახიძის განცხადებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ამ ასპექტმა ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„არსებობს კონკრეტული დოკუმენტი, ეს არის ასოცირების შეთანხმება და მისი დღის წესრიგი. ყველა რეფორმა გაწერილია ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგში, რომელიც 2 კვირის წინ ევროკავშირთან შეთანხმდა. აქედან გამომდინარე, არის ძალიან მკაფიო გზამკვლევი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მიყვება და რეფორმები განხორციელდება, რა თქმა უნდა, ამ დღის წესრიგის შესაბამისად. ამ კუთხით ყველაფერი ნათელია, შესაბამისად, არავითარი საფუძველი ამ ასპექტმა ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას , რა თქმა უნდა, არ არსებობს“,- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო