მიხეილ დაუშვილი - თუ ვიღაცას არ შეუძლია ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოვიდეს, მაშინ ხმა არ ამოიღოს რაღაც პერიოდი მაინც და ხელი არ შეუშალოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას

პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატის მიხეილ დაუშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ოპოზიციას დააკისროს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, პოლიტიკოსები ვიწროპარტიული ინტერესებიდან უნდა გამოვიდენ და იმ მიზნის გარშემო გაერთიანდნენ, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია.

„რეალურად, „ქართული ოცნება“ უფრო და უფრო ხშირად და უფრო და უფრო მძაფრად ცდილობს იმას, რამე ნეგატიური შედეგი რომ დადგეს, ამ ნეგატიური შედეგზე პასუხისმგებლობა მთლიანად ოპოზიციას დააკისროს. თუმცა, აქ მთავარია პირველი, რა ხდება და მეორე, ჩვენ რას უნდა ვაკეთებდეთ. მოცემულობა არის ის, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება. ამ პროცესში ვხედავთ, რომ ორი ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის დახმარებას ცდილობდეს სტატუსის მისაღებად, ამის მაგივრად, უფრო და უფრო მეტად ზრდიან პოლარიზაციას პოლიტიკურ სივრცეში, რაც საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნისთვის შემაფერხებელი გარემოებაა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ დაპირისპირების შემცირება და გაერთიანება ზეპარტიული იდეის და მიზნის ირგვლივ, როგორიც არის ინტეგრაცია“, - განაცხადა დაუშვილმა.

მისი შეფასებით, არ შეიძლება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას რაიმე ფორმით ხელი შეეშალოს ან ამ პროცესში რისკები გაჩნდეს.

მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე ლომის წილი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა ოპოზიციის მხარესაც არის.

„თუ ვიღაცას არ შეუძლია ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოვიდეს, მაშინ სჯობს გაჩერდეს, ხმა არ ამოიღოს რაღაც პერიოდი მაინც და ხელი არ შეუშალოს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება უბრალოდ კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის, ეს არის მნიშვნელოვანი წყალგამყოფი, ხვალინდელ მსოფლიო წესრიგში სად იდგები, რომელ მხარეს. ამიტომ, არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი“,-განაცხადა დაუშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა