მიხეილ სარჯველაძე - ხელისუფლების მხრიდან ვინმეზე რაიმეს გადაბრალებაზე საუბარი არ არის - საუბარია იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს!

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვინმეზე რაიმეს გადაბრალებაზე საუბარი არ არის - საუბარია იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს იმას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს! - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯელაძის თქმით, მას არ ჰგონია, რომ არის რაიმე ისეთი რეფორმა, რომლის განუხორციელებლობაც კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შეიძლება ნაკლოვანებად და წინაღობად ჩაითვალოს.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, იმაზე საუბარი, თითქოს საქართველომ ტრაექტორია შეიცვალა, მტკნარი ტყუილი და დაუსაბუთებელი ბრალდებაა, რაც ფაქტობრივ მოცემულობას არ ეფუძნება.

სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

“პარლამენტის სხდომაზე არჩილ თალაკვაძის შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიციამ ვერ გაბედა საკუთარი მოსაზრება დაესდასტურებინა, რომ დიახ, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსს ნამდვილად და უპირობოდ იმსახურებს. სამწუხაროდ, ოპოზიციას რამდენიმე დღე დასჭირდა იმისათვის, რომ დადებითი პასუხი წარმოედგინათ და ეთქვათ, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს. აქაც დათქმები მოაყოლეს და თქვეს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით რაღაც ხარვეზები და ნაკლოვანებები აქვს, თუმცა როგორც კი მათ ჰკითხავ, რომელი რეფორმა აქვს უკეთესი მოლდოვას, რას ჩამოვრჩებით იმ დღის წესრიგით, რაც გათვალისწინებული იყო ასოცირების დღის წესრიგით, ვერავითარ პასუხს ვერ აღმოაჩენთ. ამ თემაზე აღქმებით საუბარი არ ღირს, რადგან ეს აღქმები ძირითადად ფაქტებს არ ეფუძნებიან და მიკერძოებულ შეფასებაზე მიანიშნებს, რადგან ხშირად ეს საქართველოს საწინააღმდეგო აქტივობებს და დესტრუქციას ემთხვევა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა