გია ვოლსკი - ოპონენტები პოლიტიკურ დამარცხებად განიხილავენ, თუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება

ოპონენტები პოლიტიკურ დამარცხებად განიხილავენ, თუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მასიური და გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს შესაძლო გადაწყვეტილებაზე, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, რაც პოლიტიკური ზნეობისგან იმდენად მოწყვეტილია, რომ ვალდებულნი არიან ამ თემაზე ისაუბრონ.

„საქართველო რეგიონში ყველა რეიტინგით, კრიტიკულ ანგარიშებშიც კი, საკმაოდ წინ არის თავის კოლეგებზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ვეჯიბრებით, პირიქით, მდგომარეობაა ურთულესი, უკრაინის ომს ვგულისხმობ. ამ რთულ მდგომარეობაში სამივე ქვეყანას მძლავრი ევროპული მხარდაჭერა და ევროპული ქოლგა სჭირდება, როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენი მიმართვა აქედან გამომდინარეობს. სკეპტიციზმი გაჩნდა უკრაინაზეც და მოლდოვაზეც, საქართველოს ცოტა განსხვავებული მდგომარეობა აქვს, რადგან შიდა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან საქართველოს მიმართ შეტევა არის განსხვავებული ჩვენი კოლეგა ქვეყნებისგან. ეს შეტევა არის ინტენსიური, მასიური და საკმაოდ გეგმაზომიერი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის