სენაკის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ წურწუმია საკრებულოს ტოვებს

სენაკის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ წურწუმია საკრებულოს ტოვებს. მან საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით დღეს მიმართა.

„როგორც განცხადებაში წერს, ტოვებს საკრებულოს და ითხოვს უფლებამოსილების შეწყვეტას, პირადი განცხადების საფუძველზე. განცხადება დღეს არის დარეგისტრირებული",- განაცხადეს საკრებულოს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლაშა კუჭავამ დღეს განაცხადა, რომ მათი პარტიის წევრს, ვახტანგ წურწუმიას დილიდან ვერ პოულობენ. როგორც კუჭავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვახტანგ წურწუმიაზე საკრებულოს დატოვების მიზნით ზეწოლა, დაშინება და მოსყიდვა „ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ხანია ხორციელდება. მისივე თქმით, წურწუმიამ ბევრი იბრძოლა და საკუთარი ნებით საკრებულოს დეპუტატობაზე უარს არასოდეს იტყვის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს