ანა ნაცვლიშვილი - ევროკავშირის ელჩის განცხადებები განგაშის სიგნალი იყო

„ქართული ოცნება“ „ლელოსთვის“ და დანარჩენი ოპოზიციისთვის მხოლოდ ბრალდებებით და ტალახის სროლით არის დაკავებული - ნაცვლად იმისა, რომ ამ სტრატეგიულ დროს საქართველოს ინტერესს ახმარდნენ ბრიუსელში, აქ ოპოზიციას დაერივნენ , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სასწრაფოდ ნაბიჯებია გადასადგმელი რეფორმების გასატარებლად და ამისთვის საათები რჩება.

„შარლ მიშელის შეთანხმებას იმიტომ მოვაწერეთ ხელი, რომ ეს იყო საქართველოს გადარჩენის გზა და რა გაუკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ამ გზას? - მიაგდო. ასე მოექცა ის შარლ მიშელის შეთანხმებას კი არა საქართველოს მომავალს. ახლა არის მეორე ტესტი და ამ ტესტამდე საათები რჩება, საკონსტიტუციო ცვლილებები, სასამართლო რეფორმა, ევროპელი პარტნიორებისა და ოპოზიციის ლანძღვა-გინების ნაცვლად სამუშაო ფორმატის შექმნა, გადაწყვეტა იმ საკითხებისა, რომელიც ბარიერს შეუქმნის ჩვენს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას. იქნება ეს მესამე პრეზიდენტის საქმე, მედიაზე ზეწოლა თუ სხვა. ნაბიჯები სასწრაფოდ გადასადგმელია, მართლა საათები რჩება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი გადაცემაში საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა და მას „განგაშის პირველი სიგნალი“ უწოდა.

„ევროკავშირის დღევანდელი განცხადებები არის ძალიან მკაფიო. განგაშის პირველი სიგნალი იყო, როდესაც ელჩმა თქვა, რომ „უკეთესი იყო, საქართველო ბევრად უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ“, - მეტი რა უნდა თქვას ევროკავშირის ელჩმა? მან ისაუბრა შეშფოთებაზე, რომელიც მზარდია ბრიუსელში საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების ტრაექტორიის მიმართ. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომელსაც ძალიან დიდი რესურსს ახარჯავენ, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ვეღარ მუშაობს.

ასეთი ერთი ისტორიული შესაძლებლობა დაგვაკარგვინა უკვე „ქართულმა ოცნებამ“, ანაკლიის პორტს ვგულისხმობ, რომლის არსებობის პირობებში ჩვენ სულ სხვაგან ვიქნებოდით. ეკონომიკურ და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი მომენტი წინ გადავდგათ უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.

ვითარება არის იმდენად დრამატული საქართველოში, რომ მე ვფიქრობ, ეს ლექსიკა და ასეთი ფორმულირება ელჩის მხრიდან არ არის უცხო და არავისთვის არ იქნება მოულოდნელი, პირიქით, მე ვფიქრობ, ძალიან სწორი გზავნილია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, თუ შანსი ვერ გამოვიყენეთ და კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, ეს ნიშნავს, რომ „ჩვენი თაობა უნდა გაიწიროს. ჩვენი ახალგაზრდობა და საუკეთესო წლები ჩვენ ისევ უნდა ველოდოთ შემდეგ მატარებელს“.

„საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის პოლიტიკური სპექტრი, უფრო ხმამაღლა და უფრო კოორდინირებულად, უფრო გასაგებად უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები და უნდა ხორციელდებოდეს მასზე წნეხი. თუ ამ მატარებელმა უჩვენოდ ჩაიარა, მერე რაც მოხდება, კარგს არ ველი, ეს იქნება ქვეყნისთვის უზარმაზარი დარტყმა. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი თაობა უნდა გაიწიროს, იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა და საუკეთესო წლები ჩვენ ისევ უნდა ველოდოთ შემდეგ მატარებელს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული
„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის
„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი
კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
„ლიბერთი“ მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა