ევროპარლამენტის პრეზიდენტი - უკრაინის, ასევე საქართველოსა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსი რჩება პრიორიტეტად

უკრაინის, ასევე საქართველოსა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსი რჩება პრიორიტეტად, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"უკრაინის, ასევე საქართველოსა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსი რჩება პრიორიტეტად. სხვაგვარად, რა იქნება გზავნილი, რომელსაც ჩვენ ამ ქვეყნების მოსახლეობას ვუგზავნით. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინამ კითხვარს ელვის სისწრაფით უპასუხა და სწორედ ამ ელვის სისწრაფით ველით, რომ ევროკავშირი შემდეგ ნაბიჯს გადადგამს", - განაცხადა მეცოლამ.

რობერტა მეცოლამ ასევე ისაუბრა სურსათის საკითხზე, მან მოუწოდა ევროკავშირს, "შეხედოს საერთო შესყიდვებს", რათა დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებული არიან იმპორტზე.

მან უკრაინული მარცვლეულის "რუსული ბლოკადა" შეაფასა, როგორც "მიუღებელი".

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა