მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე"

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე". ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სახელწოდებით „ევროინტეგრაციის პროცესის გამოწვევები, რას შეიძლება ველოდოთ?" სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე, მოლოდინებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას წევრობის პერსპექტივისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას.

ამასთან, აღინიშნა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი ახალი საერთაშორისო დღის წესრიგის გათვალისწინებით, ევროკავშირის მხრიდან მკაფიო პოზიციის საჭიროება და ამ ისტორიულ მომენტში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და მთლიანად პოლიტიკური სპექტრის ერთიანობის მნიშვნელობა.

კონფერენციის მიზანს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად, ახალ რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე, ომის შედეგებზე, საქართველოზე მის გავლენაზე და ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციასა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე მსჯელობა წარმოადგენდა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: „სამოქალაქო იდეა", „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) და „დემოკრატიის ინდექსი-საქართველო".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა