ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ ისტერიაში ვარდება, იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგობას უწევს და თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს

„ქართული ოცნება“ ისტერიაში ვარდება, იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგობას უწევს დასავლელ პარტნიორებს და თავს ესხმის, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, დასავლელი პარტნიორების მოთხოვნისა და სიმკაცრის ფონზე, „ქართული ოცნება“ ისტერიაში ვარდება.

„ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ინტერესი, რომ ქვეყანა იყოს მტკიცედ ამ გზაზე, მყარდება იმით, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მეტად აკვირდებიან და ხელისუფლებისგან ითხოვენ რეფორმებს და ქმედით ნაბიჯებს. ამ მოთხოვნასთან და უფრო სიმკაცრესთან ერთად, „ქართული ოცნება“ რეაგირებს უცნაურად, ისტერიაში ვარდება და იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგობას უწევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და თავს ესხმის მათ. სიგნალები მიიღეს, ასევე ჩვენი პარტნიორების ვიზიტებიც გააქტიურდა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე პროცესის ფონზე, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ევროპაში გააქტიურდება იმისთვის, რომ ევროპის დედაქალაქებში სწორი გზავნილები მიიღონ.

„იმედი მაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტის ვიზიტები გააქტიურდება, რადგან მისი როლი ძალიან დიდი იყო უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ჩვენი პოზიციონირებისთვის. ამისთვის დასაჯა კიდევაც „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილი. იმედი მაქვს, მიუხედავად ამისა, მისი განცხადებების ფონზე, პრეზიდენტის როლი გაიზრდება და მისი ვიზიტებით გააქტიურდება საქართველოს სწორი პოზიციონირება და ევროპის დედაქალაქებში სწორი გზავნილები, რომ ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს ამ სტატუსის მონიჭება და არა, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, რომელიც ნიშნის მოგებით ესაუბრება. „თუ არ გინდათ, თუ გინდათ!“, - აღნიშნა სამნიძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ევროკავშირის პასუხი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უარყოფითი იქნება, ამას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვება.

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ირჩევს ევროპის გზას, თუ არ იქნება დადებითი პასუხი, ამაზე მწვავე იქნება ჩვენი მოსახლეობის რეაქცია, რადგან ისინი დაინახავენ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. ის არის პასუხისმგებელი, როდესაც ქვეყანა ასეთ შესაძლებლობას ხელიდან უშვებს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა