პრემიერ-მინისტრმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს საჩუქრად ლუკა იერუსალიმელის ხატი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურს ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა ფილუმენმა უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს საჩუქრად გადასცა ლუკა იერუსალიმელის ხატი, რომელიც მე-13 საუკუნეში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იყო.

პრემიერ-მინისტრი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, მონასტერში სტუმრობისას, შოთა რუსთაველის ქუჩაზე ყვავილებით შეამკო შოთა რუსთაველის მონუმენტი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა