ზურაბ ჯაფარიძე - ვინც არ უნდა ჩავიდეს და რაც არ უნდა ილაპარაკოს ბრიუსელში, იქ ზუსტად იციან, ვინ ვინ არის, ვინ რას აკეთებს, ამიტომ კობახიძის სისულელეები, რომ ვიღაც ჩადის და რაღაცას აფუჭებს, გათვლილია მათ ამომრჩეველზე

კობახიძის სისულელეები, რომ ოპოზიციიდან ვიღაც ჩადის ევროპაში და რაღაცას აფუჭებს, გათვლილია მათ ბნელ ამომრჩეველზე, - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდება გათვლილია იმ ამომრჩეველზე, ვინც „იორდანეში, იმ წუმპეში პრემიერის ჭყაპა-ჭყუპი ჭამა“.

„ვინც არ უნდა ჩავიდეს და რაც არ უნდა ილაპარაკოს ბრიუსელში, იქ ზუსტად იციან, რა ხდება მართლმსაჯულების სისტემაში, ზუსტად იციან, რომ პროკურორი არის ბიძინას კაცი, ყველა მინისტრი არის „ქართუდან", იციან, ვინ ვინ არის, ვინ რას აკეთებს, ჩვენზე უკეთესად აქვთ ინფორმაციის მოპოვების გზები აწყობილი. ამიტომ კობახიძის სისულელეები, რომ ვიღაც ჩადის და რაღაცას აფუჭებს, არის გათვლილი მათ ბნელ ამომრჩეველზე - ისეთ ამომრჩეველზე, ვინც დღეს ჭამა იორდანეში, იმ წუმპეში პრემიერის ჭყაპა-ჭყუპი. მაგათზეა ეგ გათვლილი, ვინც მაგას ჭამს, ისინი ჭამენ ეგეთ სისულელეებსაც.

რეალობა არის ეგეთი, რომ ამ ქვეყანას ბევრი პრობლემები აქვს. ჩვენ სტატუსი გვეკუთვნის მიუხედავად ამ პრობლემებისა, სხვა დამსახურებების გამო გვეკუთვნის“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ საქართველო რკინის ფარდის იმ მხარეს დარჩება, სადაც დასავლეთია.

„ამ წუთში შეიძლება მოსახლეობას აღქმა ჰქონდეს, რომ სტატუსს თუ მივიღებთ უცებ, რაღაც ციური მანანა დაგვეყრება თავზე, არაფერი არ დაგვეყრება, ბევრი მუშაობა და წვალება მოგვიწევს კიდევ ძალიან ბევრი წლების განმავლობაში, მათ შორის ათწლეულები დასჭირდება ვიდრე მივალთ იქამდე, სანამ შეიძლება ევროპელებმა სერიოზულად შეგვხედონ და თქვან, რომ თქვენ შეიძლება იმსახურებდეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსს. ახლა ამ წუთში ასეთი სახის ბენეფიტი იქიდან არ მოდის გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომ ჩვენ რკინის ფარდის აქეთა მხარეს ვრჩებით და ვრჩებით დასავლური სივრცის ნაწილად, ამიტომაა, ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს