სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს - თქვენზე დგას ქვეყნის წესრიგი, მოქალაქეების უსაფრთხოება

31 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ შეძლო და გარდაქმნა ის საბჭოთა ძველი ინსტიტუტი, რომელიც აღარ არსებობს. დღეს არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური ძალა, პროფესიონალური ძალა, რომელიც მოქალაქეებისგან ნდობას იწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან პოლიციელებსა და შსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ყველას მოგილოცოთ პირადად თქვენი პროფესიის დღე, თქვენი პროფესიონალიზმის დღე. 31 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ შეძლო და გარდაქმნა ის საბჭოთა ძველი ინსტიტუტი, რომელიც აღარ არსებობს. დღეს არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური ძალა, პროფესიონალური ძალა, რომელიც მოქალაქეებისგან ნდობას იწვევს.

თქვენზე დგას ქვეყნის წესრიგი, თქვენზე დგას მოქალაქეების უსაფრთხოება, თქვენზე დგას ნამდვილად ქვეყნის შინაგანი სტაბილურობა და ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში უფრო მეტი და მეტი გამოწვევებია. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პერიოდები. გავიარეთ კოვიდის პანდემია, ქვეყანაში ყველა გამოწვევების წინაშე თქვენ, პირველ რიგში დგახართ. თქვენი მოვალეობა და ვალდებულება არის იმის ქვაკუთხედი, რომ შენარჩუნდეს ქვეყანაში უსაფრთხოება, სტაბილურობა, მშვიდობა. ეს არის ქვეყანა, სახელმწიფო, თუ ეს არაა, მაშინ სახელმწიფო ვერ იარსებებდა. ამისთვის თქვენც ყველას დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დაუღალავად ამ თქვენს პროფესიას ყველაფერი შესწირეთ და სწირავთ. ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი სამსახური. თქვენზე დგას მოქალაქეების უფლებების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე არ არსებობს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო.

თქვენზე დგას ასევე ყველა იმ უსაფრთხოების გაძლიერება, კიბერუსაფრთხოება, ორგანიზებული დანაშაული თუ სხვა გამოწვევები, რაც დღეს მსოფლიოში ესოდენ გავრცელებულია.

თქვენი პროფესიონალიზმი უკვე აღიარებულია ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ. თქვენი თანამშრომლობა ევროპოლთან არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. ჩვენი პოლიციის ატაშეები სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ, იქ რომ წარმოადგინონ ჩვენი პოლიციის პროფესიონალიზმი. მინდა ამისთვისაც მადლობა მოგახსენოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო