მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის ვიწროპარტიული ინტერესები ხშირ შემთხვევაში ქვეყნის საერთო ინტერესებს ეწინააღმდეგება - სამწუხაროდ, ევროინტეგრაციის პროცესი გამონაკლისი არ აღმოჩნდა

ოპოზიციის ვიწროპარტიული ინტერესები ხშირ შემთხვევაში ქვეყნის საერთო ინტერესებს ეწინააღმდეგება - სამწუხაროდ, ევროინტეგრაციის პროცესი გამონაკლისი არ აღმოჩნდა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის აზრით, ბევრი რამ მიუთითებს, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" უფრო მნიშვნელოვანია ხელის შეშლა და ხელისუფლების ამ გზით დაზიანება, ვიდრე ქვეყნის გამარჯვება.

ამ კონტექსტში სარჯველაძემ "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და მას "დასანანი" უწოდა.

"იმ დროს როდესაც ჩვენს ქვეყანას წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით მთავარი გადაწყვეტილებები ელოდება, "ევროპის სახალხო პარტიის" განცხადება ამ მიმართულებაზე იმდენად აქცენტირებული არ იყო, რამდენადაც იმ ვიწრო პარტიულ პრობლემებზე, რომელიც დღის წესრიგში საქართველოში "ევროპის სახალხო პარტიის" მოკავშირეს - "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. ეს მართლაც დასანანია, რადგან მნიშვნელოვანია ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტებზე ვისაუბროთ, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" პრიორიტეტზე. ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, კოლეგებისგან ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას ვისურვებდი, ვიდრე სხვა რამეზე.

ჩვენ თვალს ვადევნებთ, როცა მთელი ოპოზიცია ამბობს, რომ თითქოს და, საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, თუმცა რეალურად სხვა მიზნები და ჩანაფიქრები აქვთ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისათვის, "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა