თამარ გაბუნია - ჯერ კიდევ მიმდინარეობს რიგი კლინიკების აქტიური შემოწმება, ვფიქრობ, მოკლე ხანში გასაჯაროვდება შედეგები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკების შემოწმების შედეგები „მოკლე ხანში გასაჯაროვდება“.

მისივე თქმით, კლინიკების შემოწმება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„კლინიკების აუდიტის პროცესი მიმდინარეობს. ჯერ კიდევ მიმდინარეობს რიგი კლინიკების აქტიური შემოწმება. ვფიქრობ, მოკლე ხანში გასაჯაროვდება შედეგები",- აღნიშნავს გაბუნია.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე რეორგანიზაციას, როგორც გაბუნია განმარტავს, რესპუბლიკური საავადმყოფო მრავალპროფილური კლინიკის ფორმატში მუშაობას უბრუნდება.

„გარკვეული შიდა გადანაცვლება ამ პროცესს თან ახლავს. პერსონალი, რომელიც კორონავირუსის დროს მაქსიმალურად იყო დატვირთული, ახლა უკვე დაუბრუნდება სამუშაო ადგილს, სადაც პანდემიის დაწყებამდე იყვნენ",-აღნიშნავს გაბუნია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა