ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან კრიტიკა ისმის - იმედს ვიტოვებ, გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭებაზე პოზიტიური იქნება

„ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან კრიტიკა ისმის - იმედს ვიტოვებ, გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭებაზე პოზიტიური იქნება, „ოცნებას“ აღარ ექნება საშუალება ხელი გაიშვიროს ოპოზიციისკენ, დათქმებში ხაზგასმული იქნება, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი მათ შესრულებაზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა პარტნიორები დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, ეს არის პრობლემა, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა.

„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ვერ ეგუება კრიტიკას, სიმართლეზე საუბარს და საღ აზრს. ეს ჩანს მათ განცხადებებში, რეაქციებში, როცა ესხმის თავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას, ვნახეთ თავდასხმები ამერიკის საელჩოზე, დასავლელ პარტნიორებზე. ეს არის მათი სტილი. EPP- მ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, მათ განცხადების შედგენისთვის აქვთ სხვადასხვა წყაროები, არამხოლოდ პარტნიორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. კრიტიკული განცხადებები ისმის დასავლელი პარტნიორებისგან და ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. თითქმის ყველა საუბრობს დემოკრატიის გამოწვევებზე და უკუსვლაზე, ეს არის პრობლემა, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ და არა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ. მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, იმედს ვიტოვებ, პოლიტიკური გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭებაზე იქნება პოზიტიური და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს კონკრეტული პირობების შესრულება კონკრეტულ ვადებში და აღარ ექნებათ საშუალება ხელი გაიშვირონ ოპოზიციისკენ. დათქმებში ხაზგასმული იქნება პირდაპირ, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამ პუნქტების შესრულებაზე“, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისათვის, „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა