გიორგი ბოტკოველი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის მიღებას იმსახურებს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის და კობახიძის არჩევანი

რა თქმა უნდა, საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობას იმსახურებს - საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის მიღებას იმსახურებს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის და არა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის არჩევანი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი განცხადება რაც შეიძლება EPP-ის მხრიდან გაკეთდეს, ქართველი ხალხის მხარდამჭერი იქნება.

ამასთან, როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საერთაშორისო პარტნიორთან შეხვედრის ნაწილია ის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.

"ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის, რას წარმოადგენს "ევროპის სახალხო პარტია". ეს პარტია ევროპაში ყველაზე დიდი გაერთიანებაა და მათ "ნაციონალური მოძრაობის" მითითებები არაფერში სჭირდებათ. არ მგონია, EPP-ს განცხადება უცხო იყოს "ქართული ოცნებისთვის", რადგან არ არის პირველი. ამ ყველაფერზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საუბრობენ, მათ შორის სენატორები, კონგრესმენები. "ქართულ ოცნებას" სწორედ ასეთ მითითებებს აძლევენ - ეუბნებიან, რომ ასეთი მმართველობა სწორი არ არის. ხელისუფლების საქმიანობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ მიმართული არ არის იმისკენ, რომ რამენაირად ქვეყნის ავტორიტეტი გაიზარდოს. პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის ჩამონგრევისთვის და იმ კურსის გატარებისთვის, რაც არჩეული აქვს ბიძინა ივანიშვილს - მას ეს კურსი პუტინის მიერ აქვს წარგზავნილი.

"ქართული ოცნება" ხან „ომის“ და ხან „ღალატის პარტიას“ გვეძახის, მაგრამ ეს არის ის პარტია, რომელიც მოკავშირეა აგრესორი ქვეყნის ლიდერის. "ქართული ოცნების" ბევრი განცხადება გვინახავს, რაც ერთი-ერთში ლავროვის, პუტინის განცხადებებს ჰგავს და ეს არის ქვეყნის ღალატი", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია