კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა  2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  პირველი კვარტლის შესრულებაზე იმსჯელეს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა" გააცნო.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცოტნე ყავლაშვილის ინფორმაციით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 14.4 % შეადგინა. მარტში წლიური ინფლაციის დონე 11.8%-ია, ხოლო საშუალო ინფლაცია 11.7 პროცენტის დონეზეა.

„2022 წლის მარტში 2021 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.1 პროცენტით გაუფასურდა და 3.1 ლარია 1 აშშ დოლარზე.

პირველ კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 865.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 37.9%-ით მეტია; აქედან ექსპორტი 1 171.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს ხოლო იმპორტი 2 693.2 მლნ აშშ დოლარს.

„პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 20.8%-ს შეადგენს. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში აგრეთვე შედის თურქეთი (14.6%), ჩინეთი (12.0%), რუსეთი (9.9%) და აზერბაიჯანი (9.2%)", - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

მომხსენებლის ინფორმაციით, იანვრიდან მარტამდე საქართველოს 576.5 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 328.0 %-თ მეტია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 393.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ ხელი შეეწყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების მდგომარეობის შეფასების, ძეგლების რეაბილიტაცია/კონსერვაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებას; სპორტის სხვადასხვა სახეობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, სპორტის 50 სახეობაში დაფინანსდა 18 ეროვნული შეჯიბრების ორგანიზება და 38 საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობა, 55 სასწავლო-საწვრთნელი შეკრება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; „კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები" პროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცა 852 სპორტსმენზე, მწვრთნელსა და საექიმო პერსონალზე; „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა სოციალური დახმარების" პროგრამის ფარგლებში მატერიალური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 305-მა ვეტერანმა სპორტსმენმა და სპორტის მუშაკმა მიიღო დახმარება; სტიპენდიებით უზრუნველყოფილი იქნა 114 საქართველოს სახალხო არტისტი, სახალხო მხატვარი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ხოლო სოციალური დახმარებით - 21 ლიტერატურისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; „ოლიმპიური ჩემპიონების სტიპენდიების" პროგრამის ფარგლებში სტიპენდიები დანიშნული აქვს 125 სპორტსმენს.

კომიტეტებმა ცნობად მიიღეს სხდომაზე განხილული საკითხი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო