ადვოკატის განცხადებით, ძმები გუგა და დავით კაკულიები ბრალს არ აღიარებენ

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ბრალდებული ძმების გუგა და დავით კაკულიების ადვოკატის, გიორგი ანთაძის ინფორმაციით, ბრალდებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გახსნა პროკურატურის მხრიდან „ცოტა ხმამაღალი ნათქვამია“ ვინაიდან, უცნობია თუ რა მტკიცებულებებით აპირებენ წარდგენილი ბრალის დადასტურებას.

,,ფაქტის გახსნა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, აღნიშნულ დანაშაულზე ბრალი წაუყენეს, თუმცა რა მტკიცებულებებით ადასტურებენ, აქ დიდი კითხვის ნიშნებია პირადად ჩემგან. გამომდინარე აქედან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არცერთ ნაწილში არ აღიარებენ ბრალს. ვინაიდან სამი დანაშაულის ჩადენაში წაუყენეს ბრალი, დროში ვიყავით შეზღუდული და საზღვრის უკანონოდ კვეთის ნაწილზე არ გვისაუბრია, თუმცა როგორც კი დრო გვექნება შევჯერდებით და პოზიციას მოგახსენებთ. კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით მათი რაიმე ფორმით შემხებლობას გამოვრიცხავთ.

ბრალდების მხარემ შეიტანა საქმის მასალები, თუმცა სასამართლოდან არავინ დამკავშირებია. აღკვეთის ღონისძიება დღეს გვიან, ან ხვალ გაიმართება“, - აღნიშნა გიორგი ანთაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ძმებ დავით და გუგა კაკულიებს ბრალდება თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 27 მაისს, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ერთ-ერთმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია