რომან გოცირიძე - ევროპელ პარტნიორებს ოპოზიციამ რომ არ გააგებინოს რა ხდება, თურმე მათ არ იციან? ბრიყვები ჰგონიათ „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები?

ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, იდევნება თავისუფალი მედია, არ არსებობს კონსტიტუცია და არსებობს ერთი ფულიანი ადამიანის ნება, ეს იყო EPP-ის ყრილობის მესიჯი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ კრიტიკის საპასუხოდ, გოცირიძე აღნიშნავს, რომ „ევროპის სახალხო პარტიას“ უმრავლესობა აქვს ევროპარლამენტში, სადაც საქართველოს ბედი წყდება.

„ზოგიერთებს „ევროპის სახალხო პარტია“ ჰგონია პარტია. ეს არის მმართველი პარტიების გაერთიანება, რომელსაც უმრავლესობა აქვს ევროპარლამენტში და რომლის წარმომადგენლები ევროკავშირის მმართველ სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე არიან. ამ პარტიათა ალიანსით წყდება ევროპის და თუ გნებავთ, მსოფლიოს ბედი, მათ შორის, საქართველოს მომავალი ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით და როცა ამ პარტიის ალიანსის ყრილობაზე სააკაშვილის მიმართვას კითხულობს დონალდ ტუსკი, როცა მისი ადგილი ცალკეა გამოყოფილი, ევროპისთვის და თუნდაც, საქართველოს ხელისუფლებისთვის რა უნდა იყოს ამაზე დიდი სიგნალი, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, იდევნება თავისუფალი მედია, არ არსებობს კონსტიტუცია და არსებობს ერთი ფულიანი ადამიანის ნება, ეს მესიჯი იყო იქ", - განახადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ ასევე უპასუხა კრიტიკას, რომ EPP- ის განცხადება "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააწერინა. კერძოდ, გოცირიძე პარტია „მოქალაქეების" დეპუტატის, ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა" გააკრიტიკა და „პოლიტიკურ უღირსობაში" დაადანაშაულა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, იოსელიანის განცხადება არასერიოზულია და „ქართული ოცნების“ პროპაგანდას აძლიერებს.

„რაც შეეხება იმას, რომ EPP- ის განცხადება თურმე „ნაციონალურმა მოძრაობამ" დააწერინა, მთელი ევროპის პარტიებს, მგონი 73 პარტიაა, „ნაციონალური მოძრაობა" მართავს?! რატომ არ ამოიღო ხმა ევროპარლამენტში მეორე წამყვანმა ალიანსმა - „სოციალისტურმა ალიანსმა", რომელშიც არის „ქართული ოცნება"?! გინახავთ ამ ალიანსის რომელიმე პარტიის განცხადება, რონელიც მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას?! სად არიან ის ხალხი, ფული გამოელია ივანიშვილს? არა, კარგად იციან ის სამარცხვინო პოზიცია, რომელიც უჭირავს საქართველოს ხელისუფლებას.

ეს არის ის, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს, ევროპელ პარტნიორებს ოპოზიციამ რომ არ გააგებინოს რა ხდება, თურმე მათ არ იციან? ბრიყვები ჰგონიათ „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები, რომლებიც მართავენ ევროპას და უმრავლესიბით არიან ევროპარლამენტში? არასერიოზული განცხადებაა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გამაძლიერებელო ნაწილი,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, ლევან იოსელიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია "ნაციონალური მოძრაობის" გამო, რომელმაც EPP- ის განცხადება გაავრცელებინა. მან ეს "პოლიტიკურ უღირსობად" შეაფასა.

„ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველომ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა