პროკურორის განცხადებით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის პერიოდში, დაკავებული ძმები, დავით და გუგა კაკულიები იმყოფებოდნენ თუ არა საქართველოში, ეს ჯერ დადგენილი არ არის

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის პერიოდში, დაკავებული ძმები, დავით და გუგა კაკულიები იმყოფებოდნენ თუ არა საქართველოში, ეს ჯერ დადგენილი არ არის. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კაკულიებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ დაახლოებით, 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მაისამდე გადმოკვეთეს. თუმცა, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენჯერ გადმოკვეთეს მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი პროკურორი აცხადებს, რომ „ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია უცნობია“.

კითხვაზე, თუ რის საფუძველზე ითვლიან კაკულიების საქართველოში შემოსვლის თარიღს, ყულჯანიშვილი აცხადებს, რომ „საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობიან“.

„ჩვენ გითხარით სავარაუდო პერიოდი, ისინი საქართველოში როდის შემოვიდნენ, ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე პასუხს ვერ გაგცემთ. გამოძიება გრძელდება მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაძლო სხვა პირებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ყულჯანიშვილმა.

მისივე თქმით, კაკულიების ამოცნობა ფოტოსურათით ჩატარდა.

„რაც შეეხება მტკიცებულებებს, როგორ გავედით ბრალდებულების კვალზე და ა.შ. საქმის ამ დეტალებში და მტკიცებულებებში ვერ შევალ. აქ საუბარია, როგორც ფაქტის შემსწრე მოწმეების გამოკითხვებზე, ასევე ჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობებზე, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებზე, ასევე დათვალიერების ოქმებზე, რომელიც შესაბამისობაშია ძირითადი მოწმეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებთან. როცა კონკრეტულმა პირებმა ისინი დაინახეს, მათ ამოსაცნობად საკმარისი ნიშნები ჰქონდათ. ერთ-ერთი პირი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბრალდებულები ამგზავრა“, - განაცხადა ყულჯანიშვილმა.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო