შალვა პაპუაშვილი - სპონტანური ძალადობა, რომელიც ჟურნალისტების მიმართ ვიხილეთ, იყო ამოვარდნილი მთლიანად საქართველოს თანამედროვე განვითარებიდან, ეს იყო აბსოლუტური ანომალია

ეს სპონტანური ძალადობა, რომელიც ჟურნალისტების მიმართ ვიხილეთ, იყო ამოვარდნილი მთლიანად საქართველოს თანამედროვე განვითარებიდან. ეს იყო აბსოლუტური ანომალია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ადამიანი არის დასჯილი, მათ შორის სისხლის სამართლებრივი წესით.

„მთავარია გამოხატვის თავისუფლება და უსაფრთხოების ინტერესები. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია ამ საკითხზე და როგორც სხვა დროს პროფესიონალურად უდგებიან საზოგადოების უსაფრთხოებას, დარწმუნებული ვარ, ისინი წელსაც შესაბამისად იმოქმედებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა