ენდოკრინოლოგი - თუ გვინდა განვკურნოთ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი, აქ შეუძლებელია

თუ ჩვენ გვინდა განვკურნოთ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი, აქ შეუძლებელია, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ენდოკრინოლოგმა ლალი ჯავაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება არა მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა, არამედ გარემოს შეცვლა და კონბინირებული თერაპიის ჩატარება.

„დღეს უფრო მეტად განმიმტკიცდა აზრი, რომელიც თვეების განმვლობაში მწიფდებოდა, რომ პაციენტი არის საკმაოდ რთულად მოსავლელი და მის განკურნებას სჭირდება არა მარტო მედიკამენტოზური მკურნალობა და ა.შ. , არამედ პირველ რიგში, გარემოს შეცვლა და სერიოზული, კომბინირებული თერაპიის ჩატარება შესაბამისი პროფილის და გამოცდილების მქონე კლინიკაში, რომელიც საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. ყველაზე მეტად, ვისაც შეიძლება ჰქონდეს პრაქტიკა, ვარ მე, მაგრამ არ მაქვს და არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ არ შემიძლია გავუმკლავდე ამ პაციენტთან დახვავებულ მთელ რიგ პრობლემებს”, - განაცხადა მან.

ენდოკრინოლოგის თქმით, „ვივამედში“ მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში, ერთადერთი მოლოდინია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდეს ისე, რომ მისი ტრანსპორტირება გახდეს შესაძლებელი შესაბამის კლინიკაში.

„რუსთავში მის დაბრუნებაზე ფიქრიც არ მინდა, მაგრამ თუ აქ [ვივამედში] გაგრძელდა მკურნალობა, ერთადერთი, რასაც შეიძლება ველოდოთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დასტაბილურდეს, რომ ის გახდეს ტრანსპორტაბელური და შემდეგ გადაყვანილ იქნას შესაბამის კლინიკაში. ამისთვის საჭიროა გავაფორმოთ დიაგნოზი, რომელიც დაემატება იმ რეალურ დიაგნოზებს, რაც აქამდე იყო და ამ დიაგნოზების საფუძველზე მოხდეს გარკვეული მკურნლობის ჩატარება, რომელიც მეტ-ნაკლებად მიეხმარება პაციენტს დადგეს ფეხზე, რაც დღეს არ ხდება, სამწუხაროდ. ამისთვის საჭიროა ჩვენი დასკვნები, რომელიც უნდა წარედგინოს სასამართლოს და მისი ახალი განჩინების საფუძველზე, პაციენტს უნდა გადაუვადდეს მსჯავრი“, - განაცხადა ლალი ჯავაშვილმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა