დავით უსუფაშვილი - ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციაზე უთითებს, მის გამო, რაღაცებს ვერ ვაკეთებო, როგორ გამოიყურება იცით? - საცოდავად - ასეთ ხალხს ორი დღე არ გააჩერებდა ევროპული საზოგადოება თავის ადგილზე

ხელისუფლებას, რომელიც ევროპის გასაგონად კივის, ოპოზიციამ შემიშალა ხელი, თორემ ამის გაკეთება მინდოდაო, ასეთ ხალხს ორი დღე არ გააჩერებდა ევროპული საზოგადოება თავის ადგილზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციაზე უთითებს, რომ მის გამო რაღაცებს ვერ აკეთებს, ევროპული სტანდარტებით „საცოდავად“ გამოიყურება.

„ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციაზე უთითებს, იმის გამო, რაღაცებს ვერ ვაკეთებო, როგორ გამოიყურება ევროპული სტანდარტებიდან იცით? - მართლა საცოდავად, ვიღაცად, საიდანღაც ჩამოფრენილად, რომელიც აზრზე არ არის თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის სტანდარტების. იმიტომ, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია ოპოზიციაზეც, მოსახლეობაზეც, პოლიციაზეც, ლარის კურსზეც, ხვალ რომ რაღაც მოხდება, ან ვერ მოხდება და ა.შ.

ხელისუფლება, რომელიც ევროპის გასაგონად კივის, რომ ოპოზიციამ შემიშალა ხელი, თორემ ამის გაკეთება მინდოდაო, ასეთ ხალხს ორი დღე არ გააჩერებდა ევროპული საზოგადოება თავის ადგილზე. მოვა დრო და საქართველოშიც ამის მთქმელი ხელისუფალიც მეორე დღეს ვეღარ შევა კაბინეტში, რადგან ის თავად აცხადებს მის უკიდეგანო უსუსურობას, რომ მას არ შეუძლია ქვეყნის მართვა, თურმე შეუძლია უშლის ხელს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა გადაცემაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს შეთანხმება აღდგეს.

„მან ყველაფერი უნდა გააკეთოს რაც შეუძლია, რომ 19 აპრილის შეთანხმება აღდგეს, გამოვიდეს და თქვას, „ეს არის სწორი, ეს უნდა გავაკეთოთ“, დაურეკოს პრემიერ - მინისტრს და შეხვდეს, უმრავლესობას სთხოვოს პარლამენტში მოსვლა ამ თემაზე, ჩავიდეს ბრიუსელში, თუ არ გაუშვებს პრემიერ-მინისტრი ამ თემაზე სასაუბროდ, თავის ფეხით შეუძლია წავიდეს და მერე უჩივლონ ამაზე იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში უწერია, ყველა თანამდებობის პირმა და ორგანომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შესაწყობად, ის კიდევ სახელმწიფოს მეთაურია, კონსტიტუცია სახელმწიფოს საძირკველია, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია დარჩენილ დროში, შეხვდეს შარლ მიშელს, სთხოვოს ჩამოსვლა, ჯადოქარი არ არის სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ამასობაში სახელმწიფოს მეთაურია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა