ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას აქცენტი ფარისევლობაზე აქვს გადატანილი, ეს არის ნიანგის ცრემლები - ჰგონიათ, რომ 2024 წლამდე ბოლო შანსი აქვთ ხელისუფლების ხელში ჩაგდების და ატრიალების

შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება პოლიტიკური კუთხით ნონსენსია, მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა გარკვეული რეფორმები რეალობად ვაქციოთ, ამის ყველანაირი შანსი არსებობს, გაუქმებული დოკუმენტის რეანიმაციის გარეშე, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პარტია „ლელოს“ მოწოდებას, რომ მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდეს.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კონსტრუქციული საუბრის გასაგრძელებლად და რეფორმებზე სამუშაოდ „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, რომ მხარეებმა დაპირისპირებაზე უარი თქვან, რაც „მათ შორის რევოლუციური სცენარების განვითარებას გულისხმობს“.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიციას მთელი აქცენტი ფარისევლობაზე აქვს გადატანილი და მათი მხრიდან „ნიანგის ცრემლებს“ ვხედავთ ვინაიდან, ჰგონიათ, რომ 2024 წლამდე ხელისუფლების ხელში ჩაგდების და გადატრიალების ბოლო შანსი აქვთ.

მისივე თქმით, განაცხადის შეტანა საქართველოსთვის „იყო პოლიტიკური შემოთავაზება ევროკავშირისგან და დასავლეთისგან“.

„ბუნებრივია, უკრაინა მოლდოვა და საქართველო ამ შემოთავაზებას უნდა გამოხმაურებულიყო და გამოვეხმაურეთ. ობიექტური შეფასებებით, საქართველო „ასოცირებულ ტრიოში ყველაზე წინ არის, რეფორმების კუთხით და ევროკავშირთან თავსებადობით. ევროკავშირის კომისია გააკეთებს შესაბამის დასკვნას, მაგრამ უფრო მეტად გადაწყვეტილება მისაღები ექნება პოლიტიკურ ჭრილში.

ოპოზიციის ამოცანა არ არის საქართველო მიიღებს თუ არა წევრობის კანდიდატის სტატუსს, მათი მიზანია, რომ შესაძლო ვერ მიღება გამოიყენონ ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად. სხვა მეთოდი მათ ხელისუფლების შეცვლისა არ გააჩნიათ, არანაირი ელექტორალური, პოლიტიკური თუ საგნობრივი შესაძლებლობა, რომ არსებული ხელისუფლება შეცვალონ. მთელი აქცენტი აქვთ გადატანილი ფარისევლობაზე, ეს არის ნიანგის ცრემლები, ჰგონიათ, რომ ბოლო შანსი აქვთ 2024 წლამდე ხელისუფლების ხელში ჩაგდების და ატრიალების.

შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება პოლიტიკური კუთხით ნონსენსია. მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა გარკვეული რეფორმები რეალობად ვაქციოთ ამის ყველანაირი შანსი არსებობს გაუქმებული დოკუმენტის რეანიმაციის გარეშე. მაგალითად, საარჩევნო ბარიერის საკითხი არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, რომ უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე, რაც მათ შორის გულისხმობს რევოლუციური სცენარების განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა