ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემებს მიაწვდის, რომელსაც სამიზნეების განადგურება 80 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია

გაერთიანებული სამეფო უკრაინაში მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს გაგზავნის, რათა რუსეთის წინააღმდეგ თავის დაცვაში დაეხმაროს, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთი უკრაინას M270 ტიპის გამშვებებს მიაწვდის, რომელსაც 80 კილომეტრამდე მანძილზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის განხორციელება შეუძლია.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი „მჭიდროდ კოორდინირებულია“ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS) მიაწოდოს.

„გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას და იკისრა წამყვანი როლი მისი გმირი ჯარისკაცებისთვის იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღის მიწოდებაში, რომელიც საჭიროა მათი ქვეყნის დასაცავად. როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად იყენებენ“, - აღნიშნა ბენ უოლესმა.

უკრაინელი ჯარისკაცები სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე წვრთნებს გაერთიანებულ სამეფოში გაივლიან.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა